ამ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნარკომანია დაეშვა და ნარკოტიკების მოხმარება თავისუფალი ყოფილიყო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუსის „ნასედკები“, სხვადასხვა რჯულის და წარმომავლობის კრიმინალები მუშაობენ ამ რეჟიმზე.

"ამ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნარკომანია დაეშვა და ნარკოტიკების მოხმარება თავისუფალი ყოფილიყო. მისი ქმედებებით და იმ მიმართულებაზე პოლიტიკური აქტიურობით, რომ ე.წ. ძველი ბიჭები, სუსის "ნასედკები“, სხვადასხვა რჯულის და წარმომავლობის კრიმინალები მუშაობენ ამ რეჟიმზე, მხარს უჭერენ და ეხმარებიან ნებისმიერ არჩევნებში, ამან არა მხოლოდ ნარკომანია გააფართოვა და უფრო მეტი ადამიანი ჩართო, არამედ ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულიც გაზარდა. ეს „ქოცების“ გადაწყვეტილებაა, რომელიც 12 წლის წინ მიიღეს და ახლა შემოუბრუნდათ, ახლა ეტკინათ, რომ ნარკოტიკი და მასთან დაკავშირებული დანაშაული დიდი პრობლემა არის საზოგადოებისთვის?!",  - განაცხადა  პეტრე ცისკარიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით.