ამ დერეფნებში რა ხანია, "ოცნების" პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დადის. ამას დალაგება აღარ შველის, ამას გადალაგება უნდა, გატანა უნდა ამ ნაგავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"თურმე დასალაგებელია ცალკეული სივრცეები პარლამენტში. მე უნდა გითხრათ, ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება, იმიტომ, რომ ამ დერეფნებში რა ხანია, "ოცნების" პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დადის. ამას დალაგება აღარ შველის, ამას გადალაგება უნდა, გატანა უნდა ამ ნაგავს და ჩვენ, ქართველი ხალხი და პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია მოვახერხებთ ამას ამ შემოდგომაზე. დასრულდება ბიძინიზმი საქართველოში", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.