ბიძინა ივანიშვილის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომებზე გამოჩენა მმართველი გუნდის წევრების გაფრთხილებასა და მათზე კონტროლის დემონსტრირებას ემსახურებოდა, - ამის შესახებ ანი მიროტაძე აცხადებს.

კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ყოფილ თანაგუნდელებთან დაკავშირებული საქმეების მაგალითზე უმრავლესობის წევრებს მიანიშნა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის წინააღმდეგ წასვლას.

"როგორც ჩანს, მას დასჭირდა ჩრდილიდან გამოსვლა და დაენახა როგორც პოლიტსაბჭოს წევრებს, როგორც საპარლამენტო წარმომადგენლობას, ისე დანარჩენ მომხრეებს თუ ადგილებზე წარმომადგენლებზე, რომ მე აქ ვარ, ვაკონტროლებ და თუ არ მოიქცევით ისე, როგორც საჭიროა, მაშინ იცოდეთ, რომ აგერ, მაგალითები გვაქვს ღარიბაშვილის, ადამიანი, რომელსაც ჩემს მეხუთე შვილად ვთვლიდი, ციხეში გავუშვი და თქვენ დაგემართებათ უარესი და ამას დაამატა მდინარაძის ქეისიც. მე მიმაჩნია, რომ ის უფრო მეტად სახიფათო გახდება, თუ ვინმე გადაწყვეტს მის წინააღმდეგ წასვლას", - აცხადებს ანი მიროტაძე.

17 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.