სტუდია მონიტორის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აპრილში რუსული კანონის მხარდასაჭერ Facebook პოსტებში 17 000 ლარამდე დახარჯა.

"Facebook-ის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400 დოლარამდე დახარჯა", - აცხადებს სტუდია მონიტორი.

17 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.

29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს რუსული კანონის მეორე მოსმენა დაიწყება. ამავე დღეს, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.