ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ თავისუფლება შედგეს, ეს ხელისუფლება არის დასამხობი.

"უბედურებაა ისაა, რომ რაც მეტი დრო გაივლის, ამის მერე უფრო ძვირი დაგვიჯდება. ერთი განსაკუთრებული ჭეშმარიტება არსებობს, დიქტატურა არ წასულა ჯერ არსაიდან მშვიდობიანად. არჩევანი დიდი არ არის. ეს პროცესი შიშის დათესვას ემსახურება.

მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ.

ივანიშვილია დასამხობი, მე ამას ვამბობ და დასამალიც არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.