ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ფრაზა, რომ ექსპერიმენტების დრო არ არის სხვადასხვა კონტექსტსა და თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს, არც არასდროს ეშინოდა ექსპერიმენტების და ახლაც ამ ექსპერიმენტის დროა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი თუ ჩაიბარებს პარტიას, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს და თავის გეგმებს გააცნობს პარტიას.

"ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ფრაზა, რომ ექსპერიმენტების დრო არ არის სხვადასხვა კონტექსტსა და თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს, არც არასდროს ეშინოდა ექსპერიმენტების და ახლაც ამ ექსპერიმენტის დროა.

ნანუკა ჟორჟოლიანი თუ ჩაიბარებს პარტიას, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, თავის გეგმებს გაგვაცნობს, პირველ რიგში. ზოგი ვეტერანი "ტრენერად" გადავა, ზოგი შეიძლება ტრიბუნაზე გადავიდეს. თინას რაც შეეხება, ასევე მე, ყველას გვეწურება ვადა, დაახლოებით 8 ივლისის პერიოდში, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტს, იყრის თუ არა კიდევ კენჭს და გააგრძელებს თუ არა მანდატს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.