მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობა უნდა იყოს ერთი მიზნისა და სტრატეგიისკენ, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკურ აქტორს - მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთობა უნდა იყოს ერთი მიზნისა და სტრატეგიისკენ, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან პარტიები გააქროს, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ვერ გააქრობს. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ავუხსნათ, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენი ქვეყანა იმყოფება მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და ახლა მნიშვნელოვანი და საჭიროა სწორი პოზიციონირება და სწორი ნაბიჯები. ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტიკური ალტერნატივა", - განაცხადა თენგო თევზაძემ.