ჩვენ იმის ფუფუნება არ მივცემთ, რომ დავწეროთ განცხადება და მათ მივცეთ, რომ ჩვენი განცხადების საფუძველზე შეაჩერონ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ოპოზიციის დახმარების გარეშე უნდა მიიღოს. 

"ჩვენ იმის ფუფუნება არ მივცემთ, რომ დავწეროთ განცხადება და მათ მივცეთ, რომ ჩვენი განცხადების საფუძველზე შეაჩერონ. თუ უნდათ, შეაჩერონ და მიიღონ თვითონ გადაწყვეტილებები. თავად მიიღონ გადაწყვეტილება, ჩვენი დახმარების გარეშე. 

"ქართული ოცნების“ ყველა გეგმა ჩამოიშალა, რომ მცირე, მაგრამ ხეიბარი ლეგიტიმაცია მიეღოთ. "ქართული ოცნება“ რამდენიმე არადემოკრატიული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. საერთაშორისო ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე“ გაგრძელდება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” სამ ოპოზიციურ კოალიციას მანდატები შეუწყვიტა. ჯამში, სადეპუტატო მანდატი შეწყვეტილი აქვს 49 პირს.