ჩვენი სურვილი და გეგმაც, რა თქმა უნდა, არის, რომ ამ ქვეყანაში აღდგეს ის ურთიერთობები აშშ-თან, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ვერ მოხდება "ქართული ოცნების" პირობებში, -  ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, კონგრესის თანამშრომლები კარგად იყვნენ ინფორმირებული, რაც ხდება საქართველოში.

"კონგრესის თანამშრომლები კარგად იყვნენ ინფორმირებული, რაც ხდება საქართველოში. ჩვენ ჩვენი შეხედულებები ვუთხარით. მთავარი მხარდაჭერა, რაც ჩვენ აშშ-ისგან გვინდა, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, საქართველოში დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამაში შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი და  სტრატეგიული პარტნიორი. ეს სტრატეგიული პარტნიორობა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და ამიტომ აღმოვჩნდით იქ, სადაც ვართ.

ჩვენი სურვილი და გეგმაც, რა თქმა უნდა, არის, რომ ამ ქვეყანაში აღდგეს ის ურთიერთობები, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ვერ მოხდება „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენ გვინდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის. ახლა არის დიდი ალიანსების შექმნის დრო და საქართველო უნდა იყოს ძლიერ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას შეხვდნენ.