ჩვენი მთავარი სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის ხალხი. ჩვენ გვინდა თანხმობა, გაერთიანება, წინსვლა, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  ქართულ საზოგადოებაში ყველას უნდა გაუწოდონ ხელი, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც.

"ჩვენსა და მათ შორის მთავარი სხვაობა არის ის, რომ ისინი მუდმივად იტყუებიან და ჩვენ სიმართლის გზით მივდივართ, ისინი მუდმივად აპირისპირებენ, ჩვენ გვინდა - გავაერთიანოთ, ისინი გვემუქრებიან, ძალადობენ - ჩვენ ვამბობთ, რომ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში შურისძიება, ანგარება უნდა დამთავრდეს და ამისთვის გვინდა თანხმობა საზოგადოებასთან.

ჩვენი მთავარი სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის ხალხი. ჩვენ გვინდა თანხმობა, გაერთიანება, წინსვლა, ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ყველას გავუწოდოთ ხელი, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.