ჩვენთან მოაწყო გენოციდი რუსეთმა და ამ ყველაფერს ვივიწყებთ და მხარს ვუჭერთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში - ეს არის ოფიციალური განაცხადი ამ ე.წ. "ჰექსოგენის" საქმეზე, -  ამის შესახებ საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღთა და კრიმინალთა ბანდა, რომელიც მუშაობს იმავე სქემით, რაც არის რუსეთში. 

"ქართულმა ოცნებამ" დაკარგა ე.წ. პიარი და ვიცით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ასიამოვნონ რუსეთის ხელისუფალს. ეს გამომჟღავნება, ეს ყვირილი იმის საამებლად არის, ვინც რუსეთის ფედერაციაში ზის და აკვირდება საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას. 

ერთი ყაჩაღის მერე მოვიდა მეორე ყაჩაღი - სუსის ხელმძღვანელი, რომელიც კრიმინალთან არის დაკავშირებული და კრიმინალურ საქმეებს ერთი მეორეზე უფრო მეტს გამოაჩენენ ამ მოკლე დროში. მოვიდა მდინარაძე და აჩვენა ძალიან ძველი "ტრიუკი", რომელიც ბიძინას უყვარს იმისათვის, რომ ეჩვენებინა - ვაგრძელებთ თქვენთან კარგ ურთიერთობას, უკრაინა ჩვენთვის ითვლება არამოძმე სახელმწიფოდ, უკრაინაში რაც ხდება, ჩვენ იმას არ ვეთანხმებით და ასე შემდეგ. გადაარჩინეს მთელი რუსეთი, ეს არის სამარცხვინო. 

ბელარუსის ხელმძღვანელს ხანდახან შეუფრინდება ხოლმე "შაჰიდები" ბელარუსის გავლით უკრაინაზე და თვითონ ბელორუსის ხელმძღვანელობა აგდებს ხოლმე ამ შაჰიდებს, რომ არ მოხდეს "შაჰიდების" შეფრენა ბელორუსის მხრიდან უკრაინაში და ამას არც ამჟღავნებს, აკეთებს ჩუმად. "ქართული ოცნება" კი ვითომ ინარჩუნებს სახეს, რომ ვითომ არ არის რუსეთის ლაქია ხელისუფალი.

გადართული არიან ფულის ხაფვაზე, არაფერი სახელმწიფოებრივი და არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება მათ არ ახასიათებთ. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღთა და კრიმინალთა ბანდა, რომელიც მუშაობს იმავე სქემით, რაც არის რუსეთში. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით.  

მინდა ყურადღება გავამახვილო თავდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე - ამ 13 წლის მანძილზე არცერთი აგენტი არ დაუჭერიათ საქართველოში. შეცდომით არ შემოსულა "ეფესბეს" აგენტი? არ იციან და ჩუმად არ გაუშვიათ? გამოუცხადებიათ ტელევიზიით ამის შესახებ? თუ საქართველოს დამოკიდებულებას ინარჩუნებენ ესენი, როგორ ვერ გამოააშკარავეს ერთი ქსელი მაინც "ეფესბეს"?!

უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, არ გაამწვავოს ისედაც უკიდურესად გამწვავებული და სამარცხვინო ურთიერთობა საქართველოსთან, რადგან მათ იციან საქართველოს მოსახლეობის პროუკრაინული დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს პრობლემა რუსეთთან, ჩვენთან მოაწყო გენოციდი რუსეთმა და ამ ყველაფერს ვივიწყებთ და მხარს ვუჭერთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში - ეს არის ოფიციალური განაცხადი ამ ე.წ. "ჰექსოგენის" საქმეზე. ჯერ საიდან იციან, საიდან დადო ასეთი სწრაფი ექსპერტიზა ბიძინა ივანიშვილის ლაქია მდინარაძემ? ან რომელი ქვეყნისააა? ყველაფერი გასაგებია. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მიიღონ მონაწილეობა "ქართული ოცნების" დამხობაში, ჩაძაღლებაში", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

12 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი" შემოიტანეს.