ცდილობენ, გარკვეული ტიპის შიშის დანერგვას, რომ არავინ არ ისაუბროს იმ თემებზე, რომელიც შეიძლება ხელისუფლებისთვის არ იყოს სასურველი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ხალხის კონტროლის და დაშინების წარუმატებელი მცდელობა.

"მე მგონია, რომ ცდილობენ, გარკვეული ტიპის შიშის დანერგვას, რომ არავინ არ ისაუბროს იმ თემებზე, რომელიც შეიძლება ხელისუფლებისთვის არ იყოს სასურველი, მაგრამ არავის არაფრის შეეშინდება, მაინც ყველა ილაპარაკებს. ჯერ პირდაპირ გაფორმებულ დიქტატურაზე მაინც ვერ მიდიან - მინდა ვიყო დიქტატორის მომენტი აქვთ და ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ არ აძლევთ ამის საშუალებას ადგილობრივი და საერთაშორისო მდგომარეობა. ამიტომ, ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ განწირული. ამით არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იგდებს თავს უსაფრთხოების სამსახური",  - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

10 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დაიბარა. საქმე ეხებოდა გია ხუხაშვილის მიერ ერთ-ერთ ტელევიზიაში გაჟღერებულ ანალიზს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე რამდენიმე დღის წინ სხვა პირებიც გამოჰკითხეს.