სალომე ზურაბიშვილი რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ერთადერთ ლეგიტიმურ ადამიანად, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელით საუბრობს და მასთან კოორდინაცია გაგრძელდება.

"სალომე ზურაბიშვილი რჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ერთადერთ ლეგიტიმურ ადამიანად, რომელიც საუბრობს საქართველოს სახელით. მასთან კოორდინაცია და კომუნიკაცია არის გარდაუვალი, გარდა ამისა, დიქტატურასთან მებრძოლი და დაპირისპირებული ყველა პოლიტიკური აქტორი საქართველოში უნდა იყოს კოორდინირებული, ეს არის გარდაუვალი და ამიტომ, სალომე ზურაბიშვილთან შეთანხმებით, პოლიტიკური მოქმედებები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.