ასეთი სასტიკი განაჩენი და დავალების შესრულება ააშკარავებს ყველაფერს, რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სისასტიკის ზღვარს გადააბიჯა მოსამართლემ, რომელმაც გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი გაასამართლა.

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოულოდნელი არაფერი აღარ იყოს ამ უსამართლო ვითარებაში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სისასტიკის ზღვარს გადააბიჯა მოსამართლემ, რომელმაც გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი სრულიად უდანაშაულოდ გაასამართლა.

ასეთი სასტიკი განაჩენი და დავალების შესრულება ააშკარავებს ყველაფერს, რაც დღეს ხდება. 

მალე დასრულდება ეს უსამართლობა, ყველას დაუბრუნდება ეს უსამართლო ნაბიჯი და ყველას მოეკითხება პასუხი. 

მე მათ აუცილებლად მოვინახულებ ორივე მათგანს უახლოეს დღეებში. დედა მინდა გავამხნეო გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის ოჯახი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლითა და 8 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა.