გულწრფელად რომ ვთქვათ, ის შედეგები, რა შედეგებიც დაწერა ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ნიჰილისტურ დამოკიდებულებას საზოგადოებაში და მეტად გამძაფრდებოდა უიმედობის განცდა, თუმცა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაც აქ არის, რომ არავინ ყურები არ უნდა ჩამოყაროს და არ უნდა თქვას, რომ ივანიშვილს შერჩეს ეს გაყალბებული არჩევნები, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი სამუშაო, ახლა უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ეს აქციები გაგრძელდება ხვალაც, ზეგაც, ორშაბათსაც და საბოლოო ჯამში, საქართველო მივა გამარჯვებამდე.

"ჩვენ რომ აქტიურად ვართ ჩართულნი ქუჩის საპროტესტო აქციებში, ამას თქვენც და მაყურებელიც კარგად ხედავს. ხვალ ბათუმშიც იმართება აქცია და მსვლელობით გადავინაცვლებთ საკონსტიტუციო სასამართლოსკენ, სადაც მოვითხოვთ ამ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგების ბათილობას. უმნიშვნელოვანესია ქუჩის პროტესტი და ბუნებრივია, ჩვენი კოალიციაც ამ მიმართულებით არის ძალიან აქტიურად ჩართული და ვიქნებით მომავალშიც. სხვა გზა არ დაგვიტოვა ივანიშვილმა და ავტორიტარული რეჟიმების ჩამოშლისთვის ქუჩას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სხვა ბევრი რაღაც არის კიდევ საკეთებელი, მაგალითად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, მაგრამ ქუჩა არის შეუცვლელი. გულწრფელად, რომ ვთქვათ, ის შედეგები, რა შედეგებიც დაწერა ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ნიჰილისტურ დამოკიდებულებას საზოგადოებაში და მეტად გამძაფრდებოდა უიმედობის განცდა, თუმცა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაც აქ არის, რომ არავინ ყურები არ უნდა ჩამოყაროს და არ უნდა თქვას, რომ ივანიშვილს შერჩეს ეს გაყალბებული არჩევნები. ახლა არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მთავარი სამუშაო, ახლა უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ეს აქციები გაგრძელდება ხვალაც, ზეგაც, ორშაბათსაც და საბოლოო ჯამში, საქართველო მივა გამარჯვებამდე“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.