დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებს და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ.

"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებს და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება - ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.