დადგეს ციხის ცოცხების სცენები. ეს ყველაფერი დადგმული და ტყუილზე აგებული იყო  ისევე როგორც ის დაპირებები, რომელიც გასცა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

"ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდა ქართული გვარის მქონე რუსი ოლიგარქის მეთაურობით ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანას უცვლის კურსს, ეს არის ფაქტი. ჩვენ დასავლური კურსიდან 180 გრადუსით გადავუხვიეთ და წავედით რუსეთისკენ. ისინი ამ ყველაფერს მშვიდობას უწოდებენ და ამით ამართლებენ თავიანთ ნაბიჯებს. ისინი ხალხს ეუბნებიან, რომ რუსეთს თუ არ შევეკარით და რუსეთის პროვინცია თუ არ გავხდით, დაიწყება ომი და ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფსო. ეს არის დემაგოგია, ტყუილი და ამ ტყუილით გავიდა უკვე მე-14 წელია, ეს რეჟიმი. ტყუილებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ასე აგრძელებენ. ბავშვის სიკვდილი გამოიყენეს ხელისუფლებაში მოსასვლელად და ეს ხომ ფაქტია, მანამდე დადგეს ციხის ცოცხების სცენები და ამას აღარც უარყოფენ. ეს ყველაფერი დადგმული და ტყუილზე აგებული იყო ისევე როგორც ის დაპირებები, რომელიც გასცა ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.