ეს არის გიჟი, შლეგი და ფულის გამო, ყველაფრის გამკეთებელი, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით დაბადების დღეზე დალეწეს".

"დაბადების დღეს გაუკეთა საჩუქარი და დალეწა. ის ასე უყურებს, რომ - დალეწეთ, მოკალით, სიკვდილამდე მიიყვანეთ.

ერთიც დაიმახსოვრეთ, რომ დიდი ხანი არ ჩაუტარებენ სასამართლო სხდომას, რომ დალეწილი სახით არ ეჩვენოს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილი მკვლელია. ნუ უყურებთ შარვალკოსტუმიან ადამიანს, წარმოიდგინეთ, ეს არის გიჟი, შლეგი და ფულის გამო, ყველაფრის გამკეთებელი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.