ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით კი ჩვენს ისტორიულ კონტექსტში, ვიცით, რამდენი ოჯახი მიდის სიღარიბისა და დაუცველობის გამო საზღვარგარეთ, - ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  საუბარი კი იმაზე, რომ ემიგრანტებს შეუძლიათ აქ ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ, არის აბსურდი. 

"ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით კი ჩვენს ისტორიულ კონტექსტში, ვიცით, რამდენი ოჯახი მიდის სიღარიბისა და დაუცველობის გამო საზღვარგარეთ. როცა სწორედ ასეთ ოჯახებს ეუბნება სახელმწიფო, რომ თქვენ სათანადო მოქალაქეები არ ხართ და შესაძლოა, გარე ჩარევების მსხვერპლი გახდეთ, ამიტომ საარჩევნო უფლება წაგერთმევათო.

საუბარი კი იმაზე, რომ ემიგრანტებს შეუძლიათ აქ ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ, არის აბსურდი. იქ მცხოვრებ ზოგიერთ მოქალაქეს საბუთიც არ აქვს ცხოვრების, თან როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო ემიგრანტებისთვის, რომ ადგილზე დაფუძნდნენ და საკმარისი სამართლებრივი და ფორმალური საფუძვლები შეიქმნან, ამიტომაც, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თამთა მიქელაძემ. 

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ცვლილების თანახმად, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.