29-ში ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანენ და იქ არანაირი სულისკვეთება არ იქნება. ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი დარჩა ძალის დემონსტრირება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" დაინტერესებულია კონფლიქტების პროვოცირებით.

"კალაძემ მორიგი მარგალიტი გაახმოვანა, რომ ჩვენ ევროპულ კოლეგებს დავეხმარებით აგენტების მმართველობის დამარცხებაშიო. ეტყობა, არიან ადამიანები, რომელთაც ამ იდიოტიზმის სჯერათ. ან არ არიან და კახი კალაძე საკუთარი ოჯახის წევრებს ატყუებს.

29-ში ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მოიყვანენ და იქ არანაირი სულისკვეთება არ იქნება. ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი დარჩა ძალის დემონსტრირება. ისინი დაინტერესებული არიან გარკვეული კონფლიქტების პროვოცირებაში. ხელისუფლების გეგმა გასაგებია. 29-ის აქციას აქციას ვერ ვუწოდებ. ვითომ ძალის დემონსტრირება და სახალხო მხარდაჭერის იმიტაციაა. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროკავშირი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.