გამოჩნდა, რომ დიდი შვიდეული სტრატეგიულად უყურებს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ევროპაშია და რომელიც გლობალური უსაფრთხოების მიმართ არის, - ამის შესახებ დიპლომატმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ევროკავშირში ახლა ძალიან სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს გაფართოების მომდევნო ხედვა და სტრატეგია.

"ნამდვილად მნიშვნელოვანი სამიტი იყო, ბევრ საკითხს შეეხო და გამოჩნდა, რომ სტრატეგიულად ეს შვიდეული, ისევე როგორც მიყოლებით შემდეგ ევროკავშირი, მასთან ერთად სტრატეგიულად უყურებს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ევროპაშია და რომელიც გლობალური უსაფრთხოების მიმართ არის. უკრაინა არის ნამდვილად მთავარი პოლიტიკური შედეგი ამ დისკუსიის, იმიტომ, რომ გარდა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დადასტურებისა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, დამატებითი სისტემების მიწოდებაზე, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობაზე და დასავლური იარაღის წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ყველაზე მთავარი, მე მგონი, უკრაინის ნაწილში არის ის, რომ ფრონტის ხაზზე ისეთი მომენტია შექმნილი, რომ ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდეს. აქ ყველაზე მთავარი ამიტომ იყო, რომ რუსების ე.წ. ომის ეკონომიკაზე ზეწოლა გააგრძელონ. ის, რომ ამას შეუერთდა ტრამპი, ასევე ის, რომ ევროპელებმა და ზელენსკიმ მოახერხეს, რომ ამ საკითხების მნიშვნელობა ტრამპისთვისაც აეხსნათ და ტრამპი წამოეყვანათ ამაზე, არის ძალიან სერიოზული რამ. 

ახლა უკრაინისთვის, მით უმეტეს, მომდევნო წლის ზამთრის წინ, ასეთი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ენერგეტიკული გამძლეობის უზრუნველყოფა ამ დახმარებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს საკითხი ჩვენთვისაც და ამ რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე ამბავი არის ევროკავშირის გაფართოების და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების ხაზი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის უსაფრთხოების მხარდაჭერაა, იმიტომ, რომ ევროკავშირი აპირებს, რომ უსაფრთხოების გარანტია გაავრცელოს ასეთ ქვეყნებზე. უსაფრთხოების გარანტიები კი ამ დისკუსიის ნაწილია. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის უსაფრთხოებაა, იმიტომ, რომ ევროკავშირი აპირებს, რომ უსაფრთხოების გარანტია. ამავე დროს, ეტაპობრივი ინტეგრაცია, ეს ფინანსური წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია და ის, რომ ევროკავშირი ამაზე საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან მომდევნო გაფართოებები იქნება ევროკავშირის კიდევ უფრო სუსტი წევრებით", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.