დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა.

"დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლო-ბოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.

დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისა და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის, ეს უმძიმესი ვითარებაა.
ფაქტობრივად, ელენეს „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა, მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ: თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს! და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!“, - წერს ნიკა გვარამია.