"გავრილოვის ღამიდან“ შვიდი წლის თავზე, 20 ივნისის მოვლენების მონაწილეები და პოლიტიკური ლიდერები მოქალაქეებს დღევანდელ საპროტესტო მარშში ჩართვისკენ მოუწოდებენ. 

მათი განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად დარჩა და დღევანდელი შეკრება ამ თარიღის გახსენებასა და პროტესტის გაგრძელებას ემსახურება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა 20 ივნისს რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტად აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელი მარში განსაკუთრებულად ხალხმრავალი უნდა იყოს.

"გავრილოვის ღამე", რომლის ერთ-ერთი გმირი ნამდვილად არის ელენე, იყო პირველი ყველაზე თვალხილული სამოქალაქო წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ივანიშვილის მცდელობის მიმართ, რომ გაარუსოს საქართველო. რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი, სამოქალაქო განაცხადი იყო სწორედ 2019 წლის 20 ივნისი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ყოველკვირეული შაბათის მარში, რომელიც ყოველთვის ტარდება, 20 ივნისს კიდევ უფრო ხალხმრავალი, კიდევ უფრო გამბედავი, კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობის შემცველი იყოს", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.