საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოში ყოველ ღამით ათასობით ადამიანი სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად საპროტესტო აქციას მართავს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიზანმიმართულად არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.