"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ლადო აფხაზავაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან.

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე ლადო აფხაზავაზე თავდასხმით, რომელიც აქტიური მოქალაქე და გამორჩეული მასწავლებელია.

ეს თავდასხმა დაემთხვა ლადოს გააქტიურებას და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას. ლადოზე თავდასხმა არის ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან.

ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან.

კატეგორიულად ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს არჩევანია ევროკავშირი და მსგავსი ქმედებებით ქართველ ხალხს, ქუჩაში გამოსულ საამაყო ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ!

კიევროპას!
#არარუსულკანონს!" - წერს ვაშაძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა აცხადებს, რომ კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.