არავითარი ქმედითი ნაბიჯი ელენეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელისუფლება განგებ არ მოქმედებს.

"ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია, არავითარი ხელშესახები ნაბიჯები გადადგმული არ არის, ელენე არის უარესად, ვიდრე იყო ერთი კვირის წინ. არავითარი დიაგნოზი, არც მკურნალობა, არც შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარება მას არ გასწევია. ეს არ არის ჯანმრთელობაზე ვერ ზრუნვა, ეს არის შეგნებულად ნაბიჯების არ გადადგმა რეჟიმის მხრიდან, რომ ელენეს მდგომარეობა გაუარესდეს.

არავითარი ქმედითი ნაბიჯი ელენეს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არ გადადგმულა", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.