სუსი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია და არა ეროვნული თავდაცვის თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის, - ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მან მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების სპეცოპერაციაში მონაწილეობას მისი გუნდი არ აპირებს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია,  თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ. არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, ოღონდ სპეცოპერაციაში არა. სპეცოპერაციაში, რომელსაც არჩევნებს არქმევენ, რა აზრი აქვს მონაწილეობას, მაშინ რეჟიმის თამაშს თამაშობ.

ამ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ, არჩევნები 2018 წლიდან გაუქმებულია და ტარდება სპეცოპერაციები. 

გარანტია არის ვითარების შეცვლა, საარჩევნო გარემოს შეცვლა არა მარტო ცესკოსი, არამედ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლა იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მარტო იმითაა დაკავებული, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალ-მოღალატეთა ბანდა ხელისუფლებაში დატოვოს. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია და არა ეროვნული თავდაცვის თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის. 

ამ რეჟიმის ამოცანა ესაა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და არა ის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, რაც გულისხმობს ევროკავშირში და ნატოში წევრობას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.