"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი იყო ის, რომ შეექმნათ ის, რაც შექმნეს, შეექმნათ ისეთი გუნდი, რომელიც მხოლოდ ფულის კეთებაზე იქნებოდა გადასული, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ე.წ. ხელისუფლება, რომელიც დიდ კორუფციულ მორევში მყოფი სინდიკატია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი იყო ის, რომ შეექმნათ ის, რაც შექმნეს, შეექმნათ ისეთი გუნდი, რომელიც მხოლოდ ფულის კეთებაზე იქნებოდა გადასული და ფაქტობრივად, ყველა სქემა ააწყვეს იმისთვის, რომ გამდიდრებულიყვნენ თვითონ, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტი ფული ჩადეს თავიანთ ყულაბაში, ვიდრე იმ საერთო დიდ შავ ყულაბაში ივანიშვილთან და ახლა უკვე მაგის გარჩევა მიდის, თორემ აქ იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა კორუფციაშია და მას ებრძვიან და ახლა გამოავლინეს დანაშაულები, სისულელეა. ეს არის ე.წ. ხელისუფლება, რომელიც დიდ კორუფციულ მორევში მყოფი სინდიკატია, რომლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ფული აკეთოს. ეს გაგრძელდება თუ არა, არ ვიცით, როგორც ივანიშვილს მოუნდება, ისე იქნება", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სუსში გამოკითხვაზე 17 თებერვალს იმყოფებოდა. მასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც.