საქართველომ დათმო ბაქო-ჯეიჰანის მილსადენში თავისი კვოტა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა გაზარდა ევროპის მომარაგება გაზით, ცხადია, ამ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებდა ივანიშვილი, თუმცა ახლა ციხეში წავა დავითაშვილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან დავითაშვილთან დაკავშირებით ის პროცესები მიმდინარეობს, რაც ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მოხდა.

"ქოცების" შიდა წიოკი გრძელდება, ამჯერად ივანიშვილი მიადგა დავითაშვილს. სუსში მთავარი თემა იქნებოდა გაზმომარაგების საკითხი, სწორედ საქართველომ დათმო ბაქო-ჯეიჰანის მილსადენში თავისი კვოტა, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა გაზარდა ევროპის მომარაგება გაზით, ცხადია, ამ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებდა ივანიშვილი, თუმცა ახლა ციხეში წავა დავითაშვილი.

ჩვენ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, როდესაც ღარიბაშვილი ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებდა, თუმცა ციხეში ღარიბაშვილი გაუშვეს ივანიშვილის გადაწყვეტილებით და სწორედ ამ პროცესს ვხედავთ ახლაც", - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუსში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა.