"იმედიც" და "პოსტვიც" იმის გამო არიან დასასანქცირებელი, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

"ტელეკომპანია "იმედი" და ტელეკომპანია "პოსტვ" არის "ქართული ოცნების" გზავნილების მთავარი გამხმოვანებლები და "ქართული ოცნება" არის კრემლის გაგრძელება, შესაბამისად, დასაბუთება, თუ რატომაც დაასანქცირეს ეს ტელეკომპანიები იყო ის, რომ ისინი რუსეთის სასარგებლო დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და სწორედ ამიტომ მოჰყვნენ იმ 300 კომპანია თუ ორგანიზაციის ნუსხაში, რომელიც რუსეთის პოლიტიკის გამო სანქცირდება, მათ შორის უკრაინაში, შესაბამისად, "იმედიც" და "პოს ტვიც" იმის გამო არიან დასასანქცირებელი, რომ საქართველოს შესახებ ავრცელებენ დეზინფორმაციას, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ის, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

დიდმა ბრიტანეთმა „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა.