ჩვენ უნდა ვიხილოთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩატარდა 1990 წელს საქართველოში, სადაც კომუნისტური რეჟიმი შიდა და გარე წნეხის შედეგად, ფაქტობრივად, დათანხმებული იყო ძალაუფლების მშვიდობიან ტრანზიციაზე და ეს გაფორმდა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული უნდა გახდეს, რომ დასთანხმდეს პირობებს. 

"ივანიშვილი იძულებული უნდა გახდეს, რომ დასთანხმდეს პირობებს. პირობები არის, რომ ამ ქვეყანაში სადამკვირვებლო ორგანოებს უნდა შეეძლოთ დაკვირვება, ცესკო არ უნდა იყოს დაპროექტებული მარტო "ქოცებით", არ უნდა იყოს ჩვეულებრივი პრაქტიკა პასპორტების და პირადობების წართმევა. ამ შემთხვევაში მთავარი არის წინააღმდეგობის გაგრძელება. საერთაშორისო და შიდა წნეხი ძლიერდება ივანიშვილზე და ჩვენ უნდა ვიხილოთ ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ჩაატარებს, არამედ ჩვენ უნდა ვიხილოთ ისეთი არჩევნები, როგორიც ჩატარდა 1990 წელს საქართველოში, სადაც კომუნისტური რეჟიმი შიდა და გარე წნეხის შედეგად, ფაქტობრივად, დათანხმებული იყო ძალაუფლების მშვიდობიან ტრანზიციაზე და ეს გაფორმდა - ასე წარმოგვიდგენია ჩვენ არჩევნები, თორემ ივანიშვილის მიერ დემოკრატიული ჩატარებული არჩევნები იმავენაირად ჟღერს, როგორც პუტინის მიერ ჩატარებული მშვიდობიანი ოპერაცია, რომელსაც ტერორისტულ აქტებს უწოდებდა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.