"ყალბ შიშზეა აგებული მთელი რუს-ქოცური კრიმინალური დაჯგუფების პოლიტიკა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი უკვე წლებია საქართველოს მოქალაქეებზე "შიშის პოლიტიკას" წარმატებით იყენებს.

"შიში დიქტატურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რითაც საზოგადოებას მართავენ, რაც ივანიშვილმა ძალიან კარგად შეისწავლა და ამიტომ ცდილობს და პრინციპში, საკმაოდ წარმატებით გამოიყენა შიში, როგორც მართვის ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. რატომ? - იმიტომ, რომ მთავარი, რაზეც ეს რეჟიმი დგას, გარდა ამ რეპრესიული ნაბიჯებით საზოგადოების დაშინებისა, არის ომის შიში, რომელზეც პარაზიტირებს ამდენი წელია, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ მე თუ შევიცვლები, თუ გაიმარჯვებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან, თუ გაიმარჯვებს დემოკრატია ამ ქვეყანაში, ევროპული მომავალი, თუ გაიმარჯვებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ზოგი თავისუფლდება და ზოგი იმედია მომავალში, მალე გათავისუფლდებიან, ან ერთ-ერთი მათგანი მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც უკვე ამდენი წელია პოლიტპატიმრობაში იმყოფება, მაშინ ამ ქვეყანაში იქნება ომი.

ამ ყალბ შიშზეა აგებული მთელი რუს-ქოცური კრიმინალური დაჯგუფების პოლიტიკა ამდენი წლის მანძილზე, მაგრამ შიშის პოლიტიკას იმდენად წარმატებით იყენებდა ივანიშვილი ქართული საზოგადოების წინაშე ამდენი ხნის მანძილზე, რომ ახლა ფიქრობს, რომ ამ შიშის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის რეპრესიებით და მარწუხების მჭერით, კიდევ უფრო მყარად მოახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას. მაგრამ, აქ ჩანს სწორედ, რომ ის არ იცნობს ქართველების ბუნებას. არ იმუშავა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.