ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წერს.

"გახსოვთ, ბევრი დავობდა იმაზე თუ რატომ გაასხვისა რუხაძემ იმედის წილები. 

როგორც მაშინ ვამბობდი, ამის მიზეზი იყო ბრიტანული სანქციების მოლოდინი. დღეს ეს დადასტურდა, რადგან დიდმა ბრიტანეთმა სწორედ "იმედი" და "პოსტ ტვ" დაასანქცირა, როგორც რუსული დეზინფორმაციის სუბიექტი/ორგანიზაციები. 

ისიც ბევრჯერ მითქვამს ამ მავნებელი პროპაგანდისტებისთვის საჯაროდ, ძალიან ბევრს ვმუშაობ იმაზე, რომ თქვენ დასანქცირდეთ ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობისთვის და რუსული დეზინფორმაციით ხალხის მოწამლისთვისთქო.

ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ არჩილ გაჩეჩილაძის ლონდონში სირბილი ვერ შეაჩერებს მასზე პერსონალური სანქციების წყევლას თუ მან ქვეყნის ბედით თამაში არ შეწყვიტა. 

The worst is yet to come 🇬🇧", - წერს ბოკუჩავა. 

დიდმა ბრიტანეთმა "იმედი" და "პოს ტვ" დღეს დაასანქცირა.