ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატივია, რომ რუსული რეჟიმი გვაუქმებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მალე გაგვაუქმებენ თუ გვიან - ჩვენთვის არაფერი იცვლება.

კედელთანაც რომ მიგვაყენონ და დაგვხვრიტონ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლა არ შეჩერდება!

ვერც იდეას მოკლავთ, ვერც ბრძოლისუნარიანობას და ვერც ერთ ჩვენგანს! მით უმეტეს ვერც "ნაციონალურ მოძრაობას!"

მხოლოდ კი არ გადავრჩებით - საბოლოოდ გავიმარჯვებთ კიდევაც“, - წერს წითლიძე.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.