ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველო არა ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქოლგის ნაწილი გამხდარიყო და ცივილიზებულ სამყაროში დაემკვიდრებინა ადგილი, არამედ ჩვენ წავეყვანეთ იქით, საიდანაც ვრცელდება შავი ჭირი და ეს არის რუსეთი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი.

"ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველო არა ევროკავშირის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქოლგის ნაწილი გამხდარიყო და ცივილიზებულ სამყაროში დაემკვიდრებინა ადგილი, არამედ ჩვენ წავეყვანეთ იქით, საიდანაც ვრცელდება შავი ჭირი და ეს არის რუსეთი. სწორედ ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, ვინც დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვას დონეს ჩამორჩება და ამიტომ გაწევრიანების საგზაო რუკას ვერ მიიღებს.