გუშინ სცენაზე ვნახეთ პარანოიდული შიშებით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ყველაფრის ფასად საქართველო მხოლოდ საკუთარი ოფშორის ზონად გადააქციოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში სისუსტე და შიში ჩანდა.

"გუშინ სცენაზე ვნახეთ პარანოიდული შიშებით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველაფრის ფასად საქართველო მხოლოდ საკუთარი ოფშორის ზონად გადააქციოს. მას ეს სისუსტე და შიში ეტყობოდა ყველა მოქმედებაში, მაგალითად, ერთი კვირით ადრე ისინი აგროვებდნენ ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით. მართლაც, მოაბილიზეს ყველა. ამ დროს, ვერ შეგროვდა იმდენი ხალხი, რამდენიც პროევროპულ აქციებზე ყოველდღე  თბილისში გროვდება ხოლმე რამდენიმე საათის წინ დაანონსებულ აქციაზე. 

არა სიძლიერე, არამედ მის გამოსვლაში დავინახე ერთი შეშინებული ადამიანი, რომელიც ეფარება მთელ თავის სადამსჯელო სტრუქტურას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.