აზერბაიჯანსა და სომხეთში რუსეთის გავლენები მცირდება, ჩვენთან კი სამწუხაროდ, ძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ახლა სუსტი რგოლი გამოდის.

"ჩვენ, საქართველო ახლა გამოვდივართ სუსტი რგოლი იმიტომ, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო და უფრო მკაფიო პოლიტიკას აყალიბებს აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველასთვის ნათელია, რომ ამ ორ ქვეყანაში რუსეთის გავლენები მცირდება, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ძლიერდება. ჩვენ რომ აქტიური დიპლომატია გვქონდეს არა მხოლოდ გლობალურ, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ამის პირველი წამალი იქნებოდა სამმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის პლატფორმის გაძლიერება, რისი გამოცდილებაც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ახლა ზუსტად არის დრო, რომ  ეს სამმხრივი თანამშრომლობა გაგრძელებულიყო შესაბამისი შეხვედრით ბაქოში და ამას რითმულობა შეეძინა, მაშინ ჩვენ ძალიან ელეგანტურად ჩავეწერებოდით რეგიონული განვითარების კონტექსტში და მოვიპოვებდით რუსეთთან ურთიერთობებში დამატებითი მანევრის რესურსებს, მაგრამ ამ კატეგორიებით ჩვენთან არ აზროვნებენ და ჩვენ რაღაც დინებას მივეცით. გამოდის, რომ კომფორტის ზონას "ქართული ოცნება" ეძებს რუსეთის გვერდით, მის ჩრდილში უნდა ყოფნა, მაგრამ რუსეთი ბორცვი გახდა, მთა აღარ არსებობს და ჩრდილიც აღარ არსებობს და კომფორტის ზონაც იკარგება", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.