ეს არის "ეფესბესგან" მიღებული დავალება, რომ ეს ქვეყანა მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში და აქ რუსის გარდა აღარავინ აღარ დარჩეს, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "მეგობარი აქტი", ისე სხვა ევროპული სანქციები დროულად უნდა იყოს მიღებული.

"ეს არის "ეფესბესგან" მიღებული დავალება, რომ ეს ქვეყანა მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში და აქ რუსის გარდა აღარავინ აღარ დარჩეს.

კარგი გზავნილია დასავლეთისთვის, რომ იმ სანქციების პაკეტი, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მომაკვდინებელი ეფექტის მატარებელი იქნება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ორგანიზაციისთვის და სწრაფად უნდა იყოს მიღებული, როგორც "მეგობარი აქტი", ისე სხვა ევროპული სანქციები", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში გერმანიის ელჩს ბათუმში მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.