როგორ შეიძლება, თან რუსებს ელაქუცო, თან სამძიმრები უგზავნო ირანს და თან ამერიკასთან ურთიერთობები დაალაგო?!, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარიამ ლაშხის ამერიკაში ურთიერთობის დასალაგებლად გაგზავნა არის ბოდვა.

"როგორ შეიძლება, თან რუსებს ელაქუცო, თან სამძიმრები უგზავნო ირანს და თან ამერიკასთან ურთიერთობები დაალაგო?! მაგათ, ალბათ, ტრამპი იდიოტი ჰგონიათ და ტრამპს არ ექნება ყურადღების რესურსი, რომ საქართველოზე იფიქროს. ამ ყველაფერს აკეთებდე და თან მარიამ ლაშხი გაგზავნო ამერიკასთან ურთიერთობების დასალაგებლად და გეგონოს, რომ რაღაცას დაალაგებ, ეს არის ბოდვა. ეს არის "ქართული ოცნების" მომხრეებისთვის განკუთვნილი პროპაგანდა, მაგრამ მე მგონი, რომ "ქართული ოცნების" მომხრეებიც კი ხედავენ უკვე, რომ ეს ყველაფერი არის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა და მეტი არაფერი", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა. 

საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.