თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რიჟვაძეს მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა.

"თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.