პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და 5 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს მოეხსნა ნასამართლობა. 

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.