ვერც "ლელო" და ვერც გახარია ვერ მოძებნიან და დააყენებენ 3000 უბანში კანდიდატს. ვერც ამდენ კომისიის წევრს და დამკვირვებელს მოძებნიან. ამის ინფრასტრუქტურა არ აქვთ. მე მინახავს რეგიონებში ამ პარტიების კანდიდატებიც, კომისიის წევრებიც. ძირითადად სუსი უვსებს კვოტებს ისე რომ ვერც ხვდებიან. არჩევნების დღეს აღმოაჩენენ ხოლმე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე წერს.

"ერთადერთი, ვისაც შეუძლია ყველა უბანში კანდიდატები დააკომპლექტოს და კომისიის წევრები ჰყავდეს, ვართ "ნაციონალური მოძრაობა" და "ახლები". ეს "ლელომაც" და გახარიამაც მშვენივრად იცის.

ჩვენი კომისიის წევრები რომ უბანში იბრძოდნენ, განსაკუთრებულად გამონაკლისი შემთხვევების გარდა წამლად ვერ ვიპოვიდით უბანზე აქტიურ გახარიას ან "ლელოს" კომისიის წევრს ან დამკვირვებელს. ძირითადად მარტოს გვიწევდა ქოცებთან ბრძოლა.

ან რისი წამგლეჯები არიან, მთელი კამპანია ვყიროდი პირადობების მოწმობების ჩამორთმევაზე, კანონიერი ქურდების ჩარევაზე, ტერორზე - და ერთი ბრიფინგიც კი არ ჩაუტარებიათ ადგილზე.

უფრო მეტიც, ჩემი ბრიფინგების შემდეგ, ჟურნალისტები და საერთაშორისოები მაგათ ოფისებში რომ მიდიოდნენ - თქვენ რატომ არ საუბრობთ ამაზეო - ეუბნებოდნენ ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთო)

ამიტომ ეგ ბლეფი წაგლეჯვაზე ქოცებს მოუყევით", - წერს ანა წითლიძე.