პატიმარ გიორგი დავითაძის მამა ყველა იმ პატიმარს მიმართავს, რომლებმაც მის შვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და ამის სანაცვლოდ მათზე ფიზიკურად თუ სიტყვიერად იძალადეს.

ავთანდილ დავითაძე მადლობა უხდის მათ და მოუწოდებს, შეწყვიტონ შიმშილობა და მიხედონ ჯანმრთელობას, რადგან ისინი ოჯახებს სჭირდებიან.

"მე არ მარტო გიორგის, არამედ ყველა პატიმარს, ვინც ჩემ შვილს გამოუცხადა სოლიდარობა და თავის თავზე იწვნიეს ის ცემა-ტყეპა, რაც ჩაიდინა ისევ და ისევ ციხის ადმინისტრაციამ. იმ ციხის ადმინისტრაციას, რომელსაც გიორგი პატარიძე უწონებდა საქციელს და მადლობას უხდიდა, რაც თქვენ ადამიანებმა მოგაყენეს შეურაცხყოფა, მე და ჩემი ოჯახი გიხდით უდიდეს მადლობას იმისთვის, რაც თქვენ გადაიტანეთ, რაც თქვენ შეძელით, ეს არის დიდი ვაჟკაცობა და ღირსეული საქციელი. მინდა, ყველა თქვენგანს მოგმართოთ და გთხოვოთ, შეწყვიტოთ შიმშილობა და მიხედოთ ჯანმრთელობას. თქვენ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ, საზოგადოება, პატიმრის მშობლები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა", - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.