მიზანი ერთ-ერთი ისიც არის, რომ გაყარონ ის პროფესორ-მასწავლებლები, ვინც არ სურთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი კი არ აერთიანებენ, არამედ აუქმებენ ამ უნივერსიტეტებს.

"სინამდვილეში, არანაირ განათლებას არ აქვს ადგილი, ისინი კი არ აერთიანებენ, არამედ აუქმებენ ამ უნივერსიტეტებს, ალბათ, განსაკუთრებით ყოფილ პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, რომელიც უძველესი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა საქართველოში.

ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ამისა შეიძლება ისიც არის, რომ ეს სტუდენტები გადაიყვანონ ქუთაისში, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი ბიზნესი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით და იცით, რომ იქ გამოცხადებული ადგილები მეტი იყო და ზარალზეა ეს უნივერსიტეტი.

მე არ მესმის, თუკი ყველაფერს იმავეს დატოვებენ, მაშინ რატომ აერთიანებენ?! მიზანი ერთ-ერთი ისიც არის, რომ გაყარონ ის პროფესორ-მასწავლებლები, ვინც არ სურთ", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.