მკაცრად ვგმობ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპელ მომიტინგეებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა წერს.

"საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას.

საქართველო ევროპას ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი", - წერს ნაუსედა.