"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდვეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს.

"მას შემდეგ, რაც ნიკო სკოლაში და ლუკა & სანი ბაღში გავუშვი, ატყდა გაუთავებელი რეკვა - პოსტ ტვ, რ2, იმედი (მადლობა რუს პროპაგანდისტებს, რომ ბავშვებთან დილის რუტინა მადროვეს). კითხვა - "გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიციიდან გადაგაყენეს". 

წარსულში, ამ პროპაგანდისტურ ბოდვას არ ვპასუხობდი, მაგრამ ახლა მინდა ორიოდ სიტყვით გამოვეხმაურო. 
გასაგებია, რომ რუს-ქოცებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყელში ვეჩხირები. ცამეტი წელია ხან ტროლ-ბოტებს მიქსევენ ბინძური ტყუილებით, ხან ბავშვების უსაფრთხოებით მემუქრებიან, ხან ფიზიკურად თავს მესხმიან პაპუაშვილი და მისნაირი ველური მძორები. გარდა იმ საქმიანობისა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო გუნდი პარტნიორებთან რეჟიმის მხილების და სანქცირების ნაწილში ეწევა, ოპოზიციის ალიანსში ჩვენი ძალისხმევა რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, საერთო ბრძოლის სტრატეგიით დავუპირისპირდეთ რეჟიმს.

ტრუსკავეც მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი უნდა გავაწბილო: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ. ვიბრძვით გამარჯვებამდე!" , - წერს თინა ბოკუჩავა.