შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით, მეგობრებო, მაინც არ მოვა, – ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ლელოს" განცხადებას.

"ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.