ივანიშვილს მთელი თავისი ფსონი დადებული აქვს პუტინის რუსეთის ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ სანამ პუტინი არსებობს რუსეთის  ხელისუფლებაში, მანამდე იქნება ისიც საქართველოს მმართველად.

"რა თქმა უნდა, ივანიშვილს მთელი თავისი ფსონი დადებული აქვს პუტინის რუსეთის ხელისუფლებაზე. სანამ პუტინი იქნება ძალაუფლებაში და კრემლში, ივანიშვილი თვლის, რომ თვითონაც იქნება ერთგვარი გუბერნატორი ამ რეგიონში და იქნება საქართველოს ერთპიროვნული დე ფაქტო მმართველი, აქედან გამომდინარე, მათ და პერიფერიულ "ქოცებს", როგორი ფილოსოფოსებიც ჰყავთ, რომლებიც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, თვითონ პოლიტიკოსი "ქოცები" დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებით არ გამოდიან ჯერჯერობით და მხოლოდ ასეთ პერიფერიულ ინდივიდებს აკეთებინებენ მსგავსი ტიპის განცხადებებს, რომ თითქოს დონალდ ტრამპი ვიღაცის მძევალია და  მას მართავს "დიფ სთეითი". მთლიანობაში, "ქოცებს" არ სიამოვნებთ პუტინის დამარცხება და ძალიან არ უყვართ ის ინსტიტუციური წესრიგი, რომელიც არსებობს დასავლეთის ცივილიზაციაში", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.