თურმე, ნოღაიდელმა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩვენება მისცა პროკურატურას, 10 წლის წინ, მოიპოვა უფლება და წილში ჩაჯდა აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის შემოტანის, გააკეთა მრავალი მილიონი ამ ბიზნესში და მერე, რაც ნოღაიდელმა საბოლოოდ მისცა ამ დარბაზში ჩვენება, იქიდან 5 დღეში ამოაგდეს ამ წილიდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისია შეასრულა.

"ისეთი ამბები სკდება, იმდენად სწრაფად ირკვევა სიმართლე, რომ ვერც ვასწრებ ყურადღების მიდევნებას, მათ შორის, სხვათა შორის, ამ ე.წ. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, ამ დარბაზში, აქ იდგა ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც აძლევდა ჩვენებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ დღეებში პრემიერად წოდებული კობახიძის პირით შევიტყვეთ შემდეგი ამბავი - თურმე, ნოღაიდელმა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩვენება მისცა პროკურატურას, 10 წლის წინ, მოიპოვა უფლება და წილში ჩაჯდა აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის შემოტანის, გააკეთა მრავალი მილიონი ამ ბიზნესში და მერე, რაც ნოღაიდელმა საბოლოოდ მისცა ამ დარბაზში ჩვენება, იქიდან 5 დღეში ამოაგდეს ამ წილიდან. საქმე მოათავა, მისია შეასრულა, "ასე იცის ჯაყომა!". რაში გჭირდებოდათ? ამის ნახევარი ფული მოგეცათ ჩემთვის, უფრო მეტ საქმე მოვახმარდი, ვიდრე ნოღაიდელი და ყველანაირ ჩვენებასაც მოგცემდით, რასაც თქვენ ითხოვდით.

ივანიშვილის უთხრეს, უბიძგეს, რომ როცა დენი გაითიშა ბიტკოინების გამო დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელშეწყობით დენი და უთხრეს, რომ ახლა იმოქმედეთო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.