როგორ შეიძლება, რაიმე სახის სტრატეგიული კომუნიკაცია აღდგეს, როდესაც საქართველო ბიძინა ივანიშვილის ამ მმართველობის პირობებში გადაიქცა ირანის და რუსეთის მოკავშირედ, ეს წარმოუდგენელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა აღარ არსებობს. 

"სამხარაძის პოლიტიკურად არაფრის მაქნისი და არაფრის გამომსხივებელი ადამიანისნაირი შეხვედრა დერეფნებში ჩვენს მართლაც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენ დაგვაკარგვინეს, უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს.

როგორ შეიძლება, რაიმე სახის სტრატეგიული კომუნიკაცია აღდგეს, როდესაც საქართველო ბიძინა ივანიშვილის ამ მმართველობის პირობებში გადაიქცა ირანის და რუსეთის მოკავშირედ, ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.